Sunday 13 July 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე იყო დატვირთული-წარმოვადგინეთ საპრეზენტაციო თემები.

Friday 11 July 2014

მერვე დღის რეფლექსია

ეს დღე გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები, მოვამზადეთ პრეზენტაცია.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე  მოდული საინტერესოა,  გვპასუხობს  კითხვაზე თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.. 

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე მოდული მნიშვნელოვანია,   დამეხმარება სხვადასხვა კუთხით ვიმუშავო მოსწავლეებთან  მეტაკოგნიტური უნარების განსავითარებლად.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი მოდული დამეხმარება  სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრასა და სრულყოფაში, სწავლის ხარისხის მართვაში.

მეოთხე დღის რეფლექსია

  • ამ მოდულზე გავაანალიზეთ სასწავლო პროცესის  წარმატებული წარმართვისათვის  მნიშვნელოვანი ფაქტორი-როგორ შეიძლება დამეხმაროს  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრასა და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.
  • მესამე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მესამე დღე გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციების სიმრავლით, კერძოდ  თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.

    Saturday 17 May 2014

    მეორე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მეორე დღე გახლდათ საინტერესო და მრავლისმომცემი.მწვრთნელმა ისაუბრა პროექტებით სწავლების ეფექტურობაზე, კონკრეტულად განსაზღვრა ყველა ის პრინციპი, რომლებიც აუცილებელია სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დასაგეგმად. მაღალი იყო მასწავლებელთა მოლოდინი და ტრენინგის შედეგიც შესაბამისი.

    პირველი დღის რეფლექსია

    ტრენინგის პირველ დღეს მწვრთნელმა ნათლად წარმოგვიდგინა ინტელის კურსის მიზნები, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბება. ვფიქრობ, ტრენინგის ეს კურსი დამეხმარება სასწავლო მიზნების მიღწევაში და შესაბამისად პროფესიულ ზრდაში.