Saturday 17 May 2014

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე გახლდათ საინტერესო და მრავლისმომცემი.მწვრთნელმა ისაუბრა პროექტებით სწავლების ეფექტურობაზე, კონკრეტულად განსაზღვრა ყველა ის პრინციპი, რომლებიც აუცილებელია სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დასაგეგმად. მაღალი იყო მასწავლებელთა მოლოდინი და ტრენინგის შედეგიც შესაბამისი.

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველ დღეს მწვრთნელმა ნათლად წარმოგვიდგინა ინტელის კურსის მიზნები, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბება. ვფიქრობ, ტრენინგის ეს კურსი დამეხმარება სასწავლო მიზნების მიღწევაში და შესაბამისად პროფესიულ ზრდაში.